მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის დამატებით $230 მილიონის გამოყოფას აანონსებს

62262c0ae229f
BM.GE
07.03.22 19:55
692
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას დამატებითი $230 მილიონით (175 მილიონი ფუნტი) დაეხმარებიან. ინფორმაციას ამის შესახებ CNN აქვეყნებს.

"ეს არის მომენტი უკრაინის მეგობრებმა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი“, - თქვა ჯონსონმა ჰოლანდიელ და კანადელ კოლეგებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას და დასძინა ისიც, რომ გაერთიანებული სამეფო, კანადა და ნიდერლანდები „მხარდამხარ დგანან“ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ უკრაინაში.

„უკრაინის მხარდამჭერი ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას გრძელვადიანი და ურყევი დახმარების გაწევისთვის ახლა და მომავალში. ჩვენ მოვუწოდებთ უფრო მეტ ქვეყანას შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.