მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში 0.3%-ით შემცირდა

62a70c327ec2d
გიორგი თოლორდავა
13.06.22 20:30
1023
აპრილში გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 0.3%-ით შემცირდა.

საგულისხმოა, რომ ანალიტიკოსები ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 0.1%-ით ზრდას ვარაუდობდნენ, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური მონაცემები პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით უარესი აღმოჩნდა.

ექსპერტების შეფასებით, შემცირების ყველაზე ძლიერი ტენდენცია ჯანდაცვის სექტორში ფიქსირდება (-5.6%), რაც კოვიდ-ტესტირების პროგრამის შეწყვეტითაა განპირობებული.

ეკონომიკური ზრდის შეფერხების ფონზე, ქვეყანაში ინფლაცია 9%-იან ნიშნულს აღწევს, რაც გასული 40 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

ინფლაციის მოსათოკად ინგლისის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას გეგმავს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ უფრო მეტად შეანელებს ეკონომიკას, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანას რეცესიამდე მიიყვანს.