მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

5e68828d34b32
ნათია თაქთაქიშვილი
11.03.20 10:26
934
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრს და კონსერვატორ დეპუტატს ნადინ დორისს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ინფორმაციას  BBC-ი ავრცელებს.

დორისი პარლამენტის პირველი წევრია, რომელსაც ტესტმა დადებითი შედეგი უჩვენა. ის ამბობს, რომ სიფრთხილის ყველა რეკომენდებული ზომა მიიღო და სახლში თვითზოლაცია გამოაცხადა.

დორისი საკუთარ განცხადებაში ამბობს: “ვადასტურებ, რომ კორონავირუსზე დადებითი შედეგი მივიღე. ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა დაიწყო ჩემი კონტაქტების დეტალური შესწავლა. დეპარტამენტიც და ჩემი საპარლამენტო ოფისიც ზუსტად ითვალისწინებს მათ რჩევებს".

ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა კი "ტვიტერში" დაწერა, რომ დორისი სწორად მოიქცა, როცა სახლში თვითიზოლაცია გამოაცხადა და გამოჯანმრთელება უსურვა.

11 თებერვლის მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 383 შეადგინა, გარდაიცვალა 6 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 18 ინფიცირებული.