მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ბრიტანეთის პრემიერი კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრას გამართავს

5e5ccc3c05e57
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 13:08
648
დღეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის წევრებთან ერთად საგანგებო შეხვედრას გამრთავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საგანგებო კომიტეტი  კორონავირუსთან საბრძლოველ გზებს და მეთოდებს განიხილავს. შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება კორონავირუსის შემთხვევების ზრდის რისკებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე გეგმავს, ეგრეთწოდებული „საბრძოლო ოთახის“ შექმნას, რაც კორონვირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო მხარდაჭერას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში სულ კორონავირუსის 36 შემთხვევაა გამოვლენილი; მათგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება.