08.იანვარი .2020 19:33

“დიდი ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით მთავრობა „ცეცხლის ჩამქრობის“ პოზიციაშია”

views 214
უკან

დიდი ჰესების მშენებლობებთან დაკავშირებით მთავრობა „ცეცხლის ჩამქრობის“ პოზიციაშია, - ასე აფასებს "საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი bm.ge-ისთან საუბარში მთავრობის დაპირებას, რომლის თანახმად უნდა შექმნილიყო საერთო პლატფორმა, რომელიც დიდ ჰესებთან დაკავშირებით მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებისთვის იქნებოდა განკუთვნილი, რაც ჰესების მიმართ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური განწყობის შემცირებასაც შეუწყობდა ხელს.

მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს ჩართულობას, თუმცა ერთიანი პლატფორმის ჩამოყალიბება ჯერ ვერ ხერხდება.

"დიდი ჰესების საკითხზე მოსახლეობას და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მთავრობის ჩართულობა საკმაოდ მაღალია, თუმცა მსგავსი პლატფორმის შემუშავებაზე ჯერ კიდევ მიდის მუშაობა და ვერ მოხერხდა ამ მიმართულებით მსგავსი ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ზოგადად, პროექტების საჯარო განხილვებზე და კომუნიკაციის ნაწილში მთავრობა ცდილობს, რომ თავისი როლი შეასრულოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოსდის კიდეც, ასე თუ ისე. ბოლო მაგალითი იყო ნამახვან ჰესის პროექტის  საჯარო განხილვები - საკმაოდ პოზიტიურად ჩაიარა ამ განხილვებმა, რადგან წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარეს როგორც მფლობელებმა და კერძო სექტორმა, ასევე მთავრობამაც, თუმცა ეს არ იყო პლატფორმა, რომელიც მე წარმომიდგენია. მთავრობა ჯერ კიდევ „ცეცხლის ჩამქრობის“ პოზიციაშია, მაგრამ ეს გრძელვადიანი პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც თვითმართვადი იქნება, გააგრძელებს მუშაობას აქტიურად ჩარევის გარეშე და  პრობლემების პრევენციას შეძლებს, ჯერ იქამდე შორს ვართ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა მიდის“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა