მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დიდი იმედი მაქვს, სარესტორნე ინდუსტრია არ გვანანებინებს გახსნის გადაწყვეტილებას” - ნათია თურნავა

603674f7f3d17
სალომე მეცხვარიშვილი
24.02.21 19:45
1052
“დიდი იმედი მაქვს, სარესტორნე ინდუსტრია არ გვანანებინებს გახსნის გადაწყვეტილებას”,-ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. ასე გამოხმაურა ის, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელის შოთა ბურჯანაძის განცხადებას, რომ რესტორნებისთვის მთავარი შემოსავლის წყარო შაბათ-კვირაა, ამ პერიოდში მუშაობა კი მათ კვლავ აკრძალული აქვთ.

“მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ დავაანონსეთ რესტორნების გახსნა, ეს არის გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული და ამასთან დაკავშირებით აქვთ კითხვები ეპიდემიოლოგებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ თვითონ ინდუსტრია არ გვანანებინებს ამ გადაწყვეტილებას - პასუხისმგებლობით მოეკიდება და დაიცავს ყველა რეგულაციას. ძალიან ბევრია კეთილსინდისიერი რესტორანი და უბრალოდ იჩაგრება, იმის გამო, რომ რომელიმე სხვა რესტორანი უხეშად არღვევს წესებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფაქტებს ერთად გავაკონტროლებთ და აღვკვეთავთ”,- აცხადებს ნათია თურნავა.

მისი თქმით, მას ესმის ბიზნესის, ისინი მაქსიმალისტები არიან და ეკონომიკურ გუნდსაც სურს, შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ ვითარება ამის საშუალებას არ იძლევა.

“გვექნება რესტორნებთანაც კომუნიკაცია, როგორ მოემზადონ გახსნისთვის, ტესტირებისთვის, პროტოკოლების შესრულებისთვის და უფრო მკაცრად გავაკონტროლებთ, რადგან არის გარკვეული რისკები. შარშან რაც მოხდა აჭარაში, მთავარი რისკფაქტორი იყო დიდი სოციალური ღონსიძიებები - იუბილეები, დაბადებისდღეები, ქორწილები”,- ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რესტორნების შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ შაბათ-კვირის გარდა ბათუმში 1 მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან.