მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

5e60c4c8379a4
BM.GE
05.03.20 13:19
1231
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ა.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.