მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

5e7464b175119
BM.GE
20.03.20 10:37
1025
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დაუკავშირდა სოციალურად დაუცველ პირს და მოტყუებით დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირის მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ქალაქ გორში საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემაში. აღნიშნული თაღლითური განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა 4 500 აშშ დოლარი, საიდანაც, წინასწარ გამოართვა 3 900 დოლარი, რა დროსაც, მოხდა მისი დაკავება", – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.