მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს

5dbbdc4d81685
BM.GE
01.11.19 11:17
940
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - კონიაკი და არაყი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 17 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.