მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

602cb4d5696cf
BM.GE
17.02.21 10:15
492
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიმდინარე წლის იანვარში, გაასაღა 20 000 აშშ დოლარის ოდენობის, სხვადასხვა ნომრის მქონე, 200 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, რომელიც შემდგომში ამოღებულ იქნა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.