25.აპრილი .2020 17:10

დიდი რაოდენობით მოსახლეობასთან ხდება კვლევა - ენდელაძე COVID-19–ის გაზრდილ შემთხვევებზე

views 472
უკან

"მასიური ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, მასიურად ხდება გამოკვლევები და დიდი რაოდენობით მოსახლეობასთან ხდება კვლევა, ამდენად მიღებულია შედარებით მეტი რაოდენობა (კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების), ვიდრე გუშინ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ "TV პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.

ენდელაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას მიერ დღეს გაკეთებული კომენტარი განმარტა, რომლის თანახმად, ბოლო 24 საათში COVID-19-ის შემთხვევების 25 ერთეულით ზრდა, სწორედ "აგრესიულ კვლევებს" უკავშირდება.

"დიახ, სავარაუდოდ, ქალბატონმა მარინამ ეს იგულისხმა, რადგან ახლა უკვე გავრცელდა და მასიურად ხდება ადამიანების გამოკლვევა, მათ შორის იმ კლასტერებიდან, რომლებთანაც დაფიქსირებულია კოვიდ-ინფიცირება. მასიური ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, მასიურად ხდება გამოკვლევები და დიდი რაოდენობით მოსახლეობასთან ხდება კვლევა, ამდენად მიღებულია შედარებით მეტი რაოდენობა, ვიდრე გუშინ.

ეს კვლევები, როგორც ვიცი, ისევ ასე გაგრძელდება, რომ მოხდეს მასიურად გამოკვლევა და არ გამორჩეს ვინმე ინფიცირებული. სწორედ ასეთი პაციენტები თავსდებიან ახლა, ჩვენთან მოთავსდა გუშინ ორი ბავშვი, დღესაც ერთი ქალბატონი. გუშინ შემოყვანილ ბავშვებს სიმპტომატიკა არ ჰქონდათ, მაგრამ ეს არის კლასტერების კვლვის შედეგად გამოვლენილი ინფიცირებულები და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია, რადგან უკვე ხდება მოსახლეობის მასიური კვლევა", - განაცხადა ენდელაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დღეს ცნობილია, კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს მაჩვენებელი დრამატულად დიდი არ იქნება.

"ძირითადი კვლევა მაინც გამოვლენილ პაციენტებთან ეპიდემიოლოგიური კავშირის მქონე ადამიანების კვლევაა და ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, რეალურად იქნება უფრო მეტი, მაგრამ არა მგონია, დრამატულად ბევრი იყოს.

გავრცელების საშიშროებით სწორედ ეს პაციენტები არიან, რომელთაც კლინიკური სიმპტომატიკა არ აქვთ გამოხატული, თორემ ვისაც გამოხატული აქვს, არ მიუმართავს ჯერ არავის არსად, რომ არ ჩაეტარებინათ მისთვის კვლევა, თუკი მათ სიმპტომატიკა ჰქონდათ და სწორედ ახლა ხდება უსიმპტომო პაციენტების ეპიდემიოლოგიური ანამნეზის შესაბამისად კვლევა და აქ მოხდება გამოვლინება ინფიცირებულების", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა