"სასურსათო პროდუქტები სწორ ტემპერატურულ პირობებში უნდა იყოს შენახული", - ამის შესახებ გადაცემა “ქალების ნარატივში" სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ეკა გიგაურმა ისაუბრა.
გიგაურის თქმით, პროდუქციის სახლში დასაწყობება რეკომენდირებული არ არის.
"ეტიკეტს მომხმარებელმა მხოლოდ გამოშვების თარიღის გამო არ უნდა შეხედოს. მასზე მითითებულია შენახვის ტემპერატურა, საჭირო ტენიანობის დონე. აქედან გამომდინარე, სახლში, არასწორ პირობებში სურსათის მომარაგება კარგი არ არის". - აცხადებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტი.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს აქვს საკმარისი რესურსი, რომ მომხმარებელი სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოს. აქედან გამომდინარე, სურსათის მომარაგების საჭიროება არ არსებობს.
ეკა გიგაური იმასაც აღნიშნავს, რომ ეს რჩევა არ ეხება საკონსერვო პროდუქციას.
"კონსერვებს 2 წლის ვადა აქვს, შესაბამისად, ეს არ იქნება მოხმარებისთვის საშიში", - აცხადებს ის.
მისივე თქმით, საკონსერვო პროდუქციაზე შეინიშნება მოთხოვნის ზრდა.
"მაგალითად, "კულამ" 25%-ით გაზარდა საკონსერვო პროდუქციის წარმოება. მოთხოვნაც სწორედ ხორცის კონსერვებზე გაიზარდა. აქამდე უფრო მოთხოვნადი წვენები იყო, თუმცა ახლა ასე აღარაა. როგორც ჩანს, მომხმარებელი ფიქრობს, რომ ჯობს ასეთი ტიპის პროდუქცია მოიმარაგოს", - აცხადებს ეკა გიგაური.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ