მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდი შვიდეული რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე უარის თქმას გეგმავს

62782ba2f23cc
BM.GE
09.05.22 00:31
1429
დღეს დიდი შვიდეულის ონლაინ-შეხვედრა გაიმართა, რომელზეც G7-ის ქვეყნების სამოქმედო გეგმასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოებაზე იმსჯელეს. 

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შესამცირებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ.

"რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტა და რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება. შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის იმპორტი. დღეს, მთელი G7 გეგმავს, რომ შეაჩეროს ან აკრძალოს რუსული ნავთობის იმპორტი. ეს მნიშვნელოვნად დაარტყამს პუტინის ეკონომიკის მთავარ არტერიას და შეაჩერებს მის შემოსავლებს, რაც რუსეთს ომის დასაფინანსებლად სჭირდება. G7 ასევე ვალდებულია ერთად იმუშაოს გლობალური ენერგოსტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამავდროულად, არაგანახლებად წიაღისეულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შესამცირებლად,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღევანდელ შეხვედრაზე ასევე სანქცირებული რუსების და კომპანიების სიის გაფართოებაზეც იმსჯელეს, მათ შორის რუსეთის სამი უმსხვილესი მაუწყებლის სანქცირებაზე, ასევე რუსეთისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების აკრძალვაზე მიიღეს გადაწყვეტილებები.