მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიდი შვიდეული“ უკრაინაში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს გმობს

632eccdf679ed
თამთა ჯიჯავაძე
24.09.22 13:52
483
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ე.წ. რეფერენდუმს გმობენ. მსოფლიოს უმდიდრესმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ის, რაც რუსეთის ორგანიზებით უკრაინის ცალკეულ ტერიტორიებზე ხდება, გაეროს ქარტიას ეწინააღმდეგება.

ცნობისთვის, ე.წ. რეფერენდუმის კითხვაა - სურს თუ არა მოსახლეობას რუსეთთან შეერთება.

უკრაინის პრეზიდენტმა პროცესს ფარსი უწოდა. თავად კრემლი კი აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მოსახლეობას აძლევენ შესაძლებლობას გამოხატონ თავიანთი მოსაზრება.

პარალელურად, დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსი სამხედროები კარდაკარ დადიან და დაშინებით და მუქარით აიძულებენ იქ მცხოვრებლებს ხმის მიცემას. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმის მსვლელობისას მოსახლეობას ცალკეული ტერიტორიების დატოვების უფლება არ აქვთ.