11.მარტი .2020 12:28

დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის გამო, მონეტარული პოლიტიკა შეარბილა

views 293
უკან

დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა (Bank of England) დღეს კორონავირუსისგან მოსალოდნელი ნეგატიური ეკონომიკური ეფექტის შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, განაკვეთი 0.25%-ზე შენარჩუნდება. 2018-2019 წლების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75%-ს შეადგენს. 

დღესვე, დიდი ბრიტანეთის ცენტრალურმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის მოქმედი კონტრციკლური ბუფერის 0%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამ ნაბიჯებით, ცენტრალური ბანკი ეკონომიკის სტიმულირებას გეგმავს. არსებული პროგნოზით, მიღებული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის კერძო სექტორის დაკრედიტებას 190 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდის. 

დღესვე, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი 2020 წლის ბიუჯეტის კორექტირებაზე იმსჯელებს. ქვეყანა ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაფინანსების ზრდას და სპეციალური უსაფრთხოების ზომების გატარებას გეგმავს. აღნიშნული ზრდის დასაფინანსებლად, მთავრობა შიდა ვალის აღებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრ ნადინ დორისს კორონავირუსი დაუდგინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა