მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა Oxford-AstraZeneca-ს კოვიდ-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა

5fec604a65b34
ნათია თაქთაქიშვილი
30.12.20 15:23
756
დიდმა ბრიტანეთმა Oxford-AstraZeneca-ს კოვიდ-ვაქცინას ავტორიზაცია მისცა. გაერთიანებულმა სამეფომ ფარმაცევტულ კომპანიას 100 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა, რომლიც 50 მილიონი ადამინის ვაქცინაციისთვის იქნება საკმარისი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეტ ჰენკოკის განცხადებით, ვაქცინის დოზების ჯამური რაოდენობა Pfizer-BioNTech-ისგან შეძენილი დოზების ჩათვლით სრულად ფარავს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობას.

გამოცემის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი Oxford-AstraZeneca-ს კოვიდ-ვაქცინის ავტორიზაციას „ბრიტანელი მეცნიერების ტრიუმფად“ მიიჩნევს და აცხადებს, რომ „უახლოეს მომავალში, ქვეყანა რაც შეიძლება მეტი მოქალაქის აცრას შეძლებს".

AstraZeneca-ს კოვიდ-ვაქცინით აცრა სპეციალურ ცენტრებში მომავალი კვირიდან დაიწყება და აღნიშნული პრეპარატის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მედიკამეტი არ მოითხოვს -70C-იან ცივ ჯაჭვს და მისი შენახვა ჩვეულებრივ ტემპერტაურაზეც შესაძლებელია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით 600,000 პაციენტის აცრა მოხერხდა.

კვლევების მიხედვით, Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება, ხოლო AstraZeneca-სი - 62%-ს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ AstraZeneca-თი აცრილ პაციენტებს ინფიცირების შემთხვევაში, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვთ გამოხატული.

გამოცემა წერს, რომ ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა და მათმა რაოდენობამ 53,135 შეადგინა.