მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

623c4e1da284a
გიორგი თოლორდავა
24.03.22 15:22
5670
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციას დღეს 65 ახალი სანქცია დაუწესა, მათი ძირითადი ნაწილი კი ქვეყნის საბანკო-საფინანსო და სტრატეგულ სექტორებზეა მიმართული.

საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სია ახლა უკვე 1 000-მდე რუსუი კომპანიას და ინდივიდს მოიცავს.

„ეს ოლიგარქები, ბიზნესმენები და მათ მიერ დაქირავებული ავაზაკები უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის თანამონაწილეები არიან და მართებულია, რომ მათ ამის გამო პასუხისგება უწევთ“ - განაცხადა ტრასმა.

სანქცირებულთა სიაში მოხვედრილ პირებს და ორგანიზაციებს გაეყინებათ აქტივები და ბრიტანულ კომპანიებს აკერძალებათ მათთან თანამშრომლობა. გარდა ამისა, მათ შეეზღუდებათ გაერთიანებულ სამეფოში მოგზაურობის უფლება.

დღეს დაწესებული სანქციები შემდეგ ორგანიზაციებს და პირებს შეეხო:

1. ALFA-BANK JSC - რუსეთი ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკი.

2. Alrosa - ალმასის და ბრილიანტის მომპოვებელი უმსხვილესი კომპანია.

3. ოლეგ ტინკოვი - Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, მისი ქონება $3.5 მილიარდს აღწევს.

4. ევგენი მარკოვიჩ შვიდლერი - მილიარდერი ბიზნესმენი, რომან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი.

5. ჰერმან გრეფი - რუსეთის უდიდესი ბანკის Sberbank-ის აღმასრულებელი დირექტორი.

6. ოლეგ აქსიუტინი - Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

7. დიდიერ კასიმირო - Rosneft-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.

8. ზელიკო რუნიე - Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ვიცე-პრეზიდენტი ნავთობის, გაზისა და ოფშორული ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

9. გალინა დანილჩენკო - რუსეთის ხელისუფლების მიერ მელიტოპოლის ე.წ. მერად დანიშნული პირი.

10. პოლინა კოვალევა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გერი.