მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

62728a049cd7a
გიორგი თოლორდავა
04.05.22 18:32
1230
ევროკავშირის მიერ სანქციების რიგით მეექვსე პაკეტის წარდგენის პარალელურად, გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესა.

საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანულ კომპანიებს აეკრძალებათ რუსეთისთვის სერვისების მიწოდება და მომსახურების გაწევა, შეზღუდვები ეხება საკონსულტაციო, მენეჯმენტ, საბუღალტრო, PR და მარკეტინგულ კომპანიებს.

სანქციების ახალი პაკეტის გამო, რუსული კერძო და სახელმწიფო კომპანიები ვეღარ შეძლებენ ბრიტანული სერვისებით სარგებლობას, რაც გასული წლის სავაჭრო ანგარიშში იმპორტის, დაახლოებით, 10%-ს შეადგენდა.

„პუტინის რეჟიმთან ბიზნესის კეთება ამორალური ქმედებაა, რაც ეხმარება იმ ომის მანქანის დაფინანსებას, რომელიც უკრაინაში უამრავი ადამიანის ტანჯვას იწვევს. ბრიტანულ სერვისებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვა უფრო მეტად გაზრდის ზეწოლას კრემლზე, რაც საბოლოო ჯამში, პუტინის დამარცხებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლიზ ტრასმა.

უახლესი პაკეტის ფარგლებში, სანქციები დაუწესდა 63 ფიზიკურ და იურიდიულ პირსაც, მათ შორის, რუსულ პროპაგანდისტულ ტელევიზიებს - RT-სა და Sputnik-ს.