მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდმა ბრიტანეთმა უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance-ი აკრძალა

60d8a1e351264
BM.GE
27.06.21 19:54
2591
დიდი ბრიტანეთის ფინანსურმა მარეგულირებელმა მსოფლიოში უმსხვილეს კრიპტო ბირჟას Binance-ს ქვეყანაში საქმიანობა აუკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება მარეგულირებელმა დღეს გამოაქვეყნა. 

აკრძალვა შეეხება როგორც კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებულ Binance-ის მშობელ კომპანიას, ასევე ბრიტანეთის ბაზარზე მოღვაწე შვილობილს. 

"Binance Markets Limited-ს არ აქვს უფლება განახორციელოს რეგულირებადი საქმიანობა დიდ ბრიტანეთში. შესაბამის ავტორიზაციას, რეგისტრაციას ან ლიცენზიას Binance Group-ის არცერთი შვილობილი კომპანია არ ფლობს,"- ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. 

Binance-ი გლობალურ კრიპტო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბირჟაა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტოვალუტებთან ერთად ფიუჩერსებს, ოფციებსა და კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ სხვა ინსტრუმენტებს სთავაზობს. ანალიტიკური ფირმა 
TheBlockCrypto-ს შეფასებით, გასული თვის განმავლობაში კომპანიის ბირჟის მეშვეობით 1.5 ტრილიონი დოლარის ექვივალენტი ტრანზაქციები შესრულდა. 

Binance-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი ჩინელი მილიარდერი ჩანგპენგ ჟაოა, მისი ქონება Forbes-ის მიერ $1.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.