მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდუბის გამგეობა უმწეოთა დაკრძალვის მომსახურებისთვის 80 600 ლარს დახარჯავს

5df11830d0fb2
თამთა ჯიჯავაძე
11.12.19 21:20
913
ქალაქ თბილისის დიდუბის გამგეობამ უმწეო და შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი გარდაცვლილი მოქალაქეებისა და უზედამხედველო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების შესყიდვის შესახებ ტენდერი გამოაცხადა.

კერძოდ, უმწეოთა დაკრძალვისთვის გამგეობა აპირებს 80 600 ლარის დახარჯვას. შესაბამისი ტენდერი 7 დეკემბერს გამოცხადდა და 9 დეკემბერს დასრულდა. ტენდერში ერთმა კომპანიამ შპს „სავანემ“ მიიღო მონაწილეობა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარიტუალო მომსახურება გამარჯვებულმა კომპანიამ 2020 წლის 3 იანვრიდან 2020 წლის 26 დეკემბრამდე, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს. დაკრძალვის სარიტუალო მომსახურება სულ 147 გარდაცვლილ მოქალაქეს, მათ შორის 10 უზედამხედველო მიცვალებულს გაეწევა.