20.იანვარი .2020 18:45

დიდველის სათხილამურო არეალი ხელოვნურად გათოვლიანდა - რა ხდება კურორტებზე

views 417
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების  სამინისტრის მთის კურორტების  განვითარების კომპანიამ დიდველზე "ნოდოს" სათხილამურო  გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გახსნა.

როგორც bm.ge-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს, წყალმომარაგების კომპანიიამ შეძლო შესაბამისი  ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა  ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას ხელს არ შეუშლის.

ცნობისთვის: 2000 მეტრიან სათხილამურო გზას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი და 2 ზარბაზანი ათოვლიანებს.

„წყალმომარაგების კომპანია“ აქტიურად მუშაობს გუდაურშიც, რათა კურორტს ხელოვნური გათოვლიანებისთვის საჭირო ოდენობის წყალი მიეწოდოს“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა