მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიდხანს დაგვჭირდება მკაცრი შეზღუდვების გამეორება - ამირან გამყრელიძე

5ec78f631829f
ვიქტორია მღებრიშვილი
22.05.20 12:45
1183
"დიდხანს დაგვჭირდება მკაცრი შეზღუდვების გამეორება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ეპიდემიოლოგების მიერ ვირუსის გავრცელების მეორე და მესამე ტალღის პროგნოზირება, შეზღუდვების გამეორებას აუციელებელს გახსნის.

"მსოფლიოში პანდემია მიმდინარეობს და ის კარგა ხანს არ დასრულდება. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ამას, რომ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად და ეს საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება და საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდება გარკვეული რეკომენდაციების დაცვა და ზოგიერთ შემთხვევაში, მკაცრი შეზღუდვების კიდევ გამეორება. იმიტომ რომ ამ ეპიდემიებს აქვთ ხოლმე ტალღისებრი მიმდინარეობა. ახლა ზაფხულისკენ დიდი ალბათობით, სიტუაცია შეიძლება სიმშვიდისკენ წავიდეს, მაგრამ ასევე დიდი ალბათობით, შესაძლებელია და მსოფლიო მედიკოსთა დიდი ნაწილი ემხრობა ამ აზრს, რომ იქნება მეორე ტალღა, მესამე ტალღა, ანუ კორონავირუსული ინფექცია კარგა ხანს ჩვენთან ერთად იქნება.

ამიტომ ეს შეზრუდვები, როგორიც არის მოკლევადიანი, ვთქვათ, ამა თუ იმ ადგილის და არეალის ჩაკეტვა, იქ სერიოზული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, კარანტინების გამოცხადება, ზოგიერთ პერიოდში სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის თუ ფრენების ჩაკეტვა და ა.შ, ეს ქვეყანას დასჭირდება კარგა ხანს, ისევე როგორც ყველა ქვეყანა ამას ახორციელებს", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.