მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად აცრილი 40,7%-ია - NCDC

61da9914b7b87
მარიამ ვარადაშვილი
09.01.22 12:10
610
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 8 იანვარს 5001 ადამიანი აიცრა. მათივე ცნობით, ორივე დოზით აცრილია 1 167 688 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 40.7%-ს შეადგენს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 297 372 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 45.2%-ია. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 84 792 მოქალაქეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 31 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.