მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში რძის ინდუსტრიაში მაღალტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელი კომპანია შემოდის

5f1ade15e2325
BM.GE
24.07.20 17:15
2205
კომპანია „კავკასიის გენეტიკა“ რძის ინდუსტრიის სფეროში მაღალტექნოლოგიური დანადგარების მწარმოებელი მსოფლიოში ლიდერი კომპანიის, Delaval -ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

როგორც „კავკასიის გენეტიკა“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ხატიაშვილმა განაცხადა, Delaval-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ „კავკასიის გენეტიკა“ მეცხოველეობის სექტორში სანდო, გამოცდილი და კომპეტენტური კომპანიაა, რომელსაც ამ სექტორში მსოფლიო ლიდერები ნდობას უცხადებენ.

"Delaval-ის ექსკლუზიური წარმომადგენლობა შესაძლებლობას მოგვცემს ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ რძის წარმოების ინდუსტრიაში არსებული ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის აღჭურვილობა, იქნება ეს საწველი სისტემები, რობოტები თუ სხვა დანადგარები. ყველაფერი, რაც საჭიროა ამ ინდუსტრიის ფერმერული მეურნეობებისთვის და ხელი შევუწყოთ მაღალი ხარისხის ნედლი რძის წარმოების განვითარებას და ფერმერულ მეურნეობებში ხარჯების დაზოგვასა და საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას“- განაცხადა გიორგი ხატიაშვილმა.

როგორც „კავკასიის გენეტიკაში“ აცხადებენ, ფერმერებს ისინი სთავაზობენ მომსახურების სრულ ჯაჭვს მესაქონლეობისა და მეღორეობის მიმართულებით, მათ შორის, პირველად კონსულტაციებს, ფერმის პროექტისა და ბიზნეს გეგმის შემუშავებას, რაც ასევე მოიცავს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსაც.

„ფერმერთან ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი ეტაპი უკვე მოიცავს ფერმის სრულ კომპლექტაციას საჭირო ინვენტარით და მაღალპროდუქტიული, სუფთა ჯიშის სარძეო თუ სახორცე პირუტყვით ან/და ღორით, მისი სრულყოფილი მუშაობისათვის. ასევე, ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურებითა და პროდუქციით აქტიურად ვუჭერთ მხარს ფერმერული მეურნეობების შემდგომ, საწარმოო პროცესის, გამართულ ფუნქციონირებას“- აღნიშნა გიორგი ხატიაშვილმა.

„კავკასიის გენეტიკა” 2006 წელს დაფუძნდა. კომპანიის სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ქვეყანაში და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. "კავკასიის გენეტიკა" იყენებს მსოფლიოში არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და მეცხოველეობის სექტორის საუკეთესო გამოცდილებას და თანამშრომლობს მეცხოველეობის სექტორის მსოფლიოში ლიდერ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებთან, რომელთა პროდუქცია და მომსახურება გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.