10.სექტემბერი .2020 00:00

“დილიდან ვამშვიდებთ პატარძლებს”- ივენთ კომპანია CLICK EVENT-ი

views 5276
უკან

“დილიდან ვამშვიდებთ პატარძლებს”- ივენთ კომპანიები გაუქმებული ღონისძიებებიდან მიღებულ ზარალზე საუბრობენ. კომპანია CLICK EVENT-ის თანადამფუძნებელი სოფო ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კითხვები ბევრია.

მისი თქმით, ზარალი საკმაოდ დიდი იქნება, რადგან წინმსწრებად არაერთი ღონისძიება იყო დაგეგმილი. ნაცვლიშვილის განმარტებით, CLICK EVENT-ს თვის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების გაუქმება უკვე დაიწყო.

“ჩვენ სექტემბერში დაახლოებით 6-7 ღონისძიება გაგვიუქმდა, რომელიც წინასწარ გვქონდა დაგეგმილი და რომლისთვისაც საკმაოდ დიდი ხარჯებიც გავწიეთ. დილიდან ვამშვიდებთ პატარძლებს, მათაც დიდი ხარჯები აქვთ გაწეული. პირველი ქორწილი მაგალითად 12 სექტემბერს უნდა გვქონოდა, გვიწევს ყველაფერის გაუქმება და გვრჩება ხარჯები, რომელსაც არავინ აგვინაზღაურებს.” - ამბობს სოფო ნაცვლიშვილი CLICK EVENT-ის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ქორწილები და ქელეხები ისევ იკრძალება.

"ვუბრუნდებით იმ შეზღუდვას, რომელიც აქამდე იყო. დახურულ სივრცეებში ეს შეზღუდვა უკვე მოქმედებდა და ხვალიდან ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც“, - განაცხადა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა