03.ივლისი .2022 23:56

„დილით მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მინისტრთა კაბინეტს მთავრობის ადმინისტრაციასთან“ - დიღმელაშვილი

„დილით მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მინისტრთა კაბინეტს მთავრობის ადმინისტრაციასთან“ - დიღმელაშვილი
views 565
უკან

„დილით მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას მთავრობის ადმინისტრაციასთან“ - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დილით წავალთ ძალიან მშვიდობიანად, შემოვევლებით იმ ქაჯეთის ციხეს და მჯდომარე პროტესტით, მშვიდობიანად დავხვდებით მთავრობას, ირაკლი ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ესმით. ეს არის ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა. ჩვენ ეს საღამო შეგვიძლია გამოვიყენოთ ერთმანეთთან სასაუბროდ, მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით,“ - თქვა მან.

თუმცა რამდენიმე წუთის წინ აქციის კიდევ ერთმა ორგანიზატორმა თქვა, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან რამდენიმე ადამიანი ამაღამვე გადაინაცვლებს.

ამასთან, როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისთან გადავიდა, ხოლო ნაწილი ღამეს პარლამენტის წინ გაათენებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა