მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ცქიტიშვილი - RIA შრომის კოდექსის პროექტს არ აქვს და ვერც ექნება

5d84f282dd4ce
შოთა ტყეშელაშვილი
20.09.19 19:38
1901
საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მიღების შემთხვევაში, კანონმდებლობა, რომელიც საქართველოს შრომის ბაზარს არეგულირებს სტრუქტურულად შეიცვლება.

კანონპროექტში გათვალისწინებულია რიგი ახალი ფინანსური ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც ქვეყანაში მოქმედ დამსაქმებლებს მოუწევთ. მათ შორის დგინდება ერთიანი ლიმიტი თუ რა შეიძლება იყოს დასაქმებულის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო (კვირაში 8 საათი), გათვალისწინებულია მინიმალური ხელფასის შესახებ კანონპროექტის მიღება, გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის 25%-იანი დანამატი, ასევე დგინდება შეზღუდვა დასაქმებულის მიერ ერთდროულად ერთზე მეტ სამსახურში მუშაობაზე და სხვა ცვლილებები. 

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა, კანონპროექტი რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტის გარეშე მომზადდა. ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ამგავრი დოკუმენტი ფიზიკურად ვერ შეიქმნებოდა, რადგანაც მოქალაქეთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაო ვერ იქნებოდა აღრიცხული. 

"RIA ამ კანონის ვერ შემუშავდება რამდენიმე მიზეზის გამო, იმიტომ რომ ის, რასაც ჰქვია ზეგანაკვეთური შრომა, არსად აღრიცხული არაა, რომ ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად. შეგვიძლია თვისობრივი ანალიზიები ავიღოთ, რომელიც ძალიან ბევრი არის გაკეთებული. RIA არის კალკულაციები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვექნება აღრიცხვიანობა ზეგანაკვეთური და ნორმირებული სამუშაო დროის, რასაც სამწუხაროდ ბიზნესმენების დიდი ნაწილი არ აკეთებს. ამიტომაც ამის გავლენის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ამის მონაცემთა ბაზა არ არსებობს,"- ამბობს ცქიტიშვილი.

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და ორგანიზაციის იურისტი ნიკა ნანუაშვილი მის მიერ შექმნილი კანონპროექტის "ვულგარულ ინტერპრეტაციას" ახდენენ. 

"ეს არის ვულგარული და არასწორი ინტერპრეტაცია, რომელიც განახორციელეს ბატონმა ნიკა ნანუაშვილმა და ბატონმა ლევან ვეფხვაძემ, რომლებიც ეთერებშიც თქვეს და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და დისკრედიტაცია მოახდინონ ამ პროცესის.

იმ პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ. მთავარ და პრინციპულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, მნიშვნელოვანია, რომ სტანდარტები ჩამოყალიბდეს. სტანდარტები ამ კანონში არამხოლოდ ის არის, რაც მე გამიჩნდა და რა აზრები და პოზიციებიც ჩამოვაყალიბეთ, არამედ პოზიციები, რომლებიც დაგროვილია წლებია.

2006-2007 წლებში მოხდა სრული დერეგულაცია შრომის ბაზრის და შრომითი რეგულაციების და დღეს თავიდან, 0-დან გვიწევს ამის განხორციელება და 11 ევროპული დირექტივა, რომლის შესრულების ვადებიც გასულია და ზოგიერთი 2017-ში და 2018-ში უნდა განგვეხორციელებინა და ზოგიერთი 2019-ში და ერთი დირექტივა 2020-ში არის მისაღები.

მე შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითები, რომ 12 დღის განმავლობაში მუშაობენ ადამიანები უწყვეტად, ამაზე მალე კვლევაც გამოქვეყნება HRW-ის, რომ ადამიანები მუშაობენ ისე, რომ მათ სახლში არ უშვებენ. ანუ ამ ადამიანებს პირადი ცხოვრების უფლებას ართმევენ და არის ასეთი ქეისები. ძალიან სწორი, ეფექტური ქმედებები არის საჭირო იმისთვის, რომ კანონი იყოს არამხოლოდ კანონი, დაწერილი დეკლარირებული, რომ ვიღაცას მოვაწონოთ თავი, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ევროპული სტანდარტი.

მოდით ასე ვთქვათ, არის ფილოსოფიური განსხვავება, უფრო ლიბერტარიანული და უფრო ცენტრისტულ სოციალური საკითხები, რომლებიც ევროპაში უკვე მიღებულია აპრიორად. თქვენ კი რაღაც ლიბერტარიანული პერსპექტივიდან მესაუბრებით. ეს გასაგებია, თქვენი პოზიცია თქვენია.

მე გეუბნებით, რომ ადამიანის უფლებების დაცვა თუ გააძვირებს რაღაც ხარჯებს, შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანის უფლებები არის უპირატესი, ვიდრე ეს ხარჯები. კომპანიის ხარჯზე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპანიაში ადამიანის უფლებები იყოს დაცული. მაშინ ადამიანები პირდაპირ გავყიდოთ და ხელფასი არ გადავუხადოთ,"- ამბობს ცქიტიშვილი.