მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმენი დეპუტატი მთავრობას სახელმწიფო საწარმოების ახლა გაყიდვას არ ურჩევს

5fe073807fbe4
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.20 14:50
1246
ბიზნესმენი დეპუტატი ბეჟან წაქაძე მთვარობას სახელმწიფო საწარმოების ახლა გაყიდვას არ ურჩევს. ამის შესახებ მან საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში მინისტრობის კანდიდატების გამოსვლების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების გაყიდვა მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ისინი მაშინ უნდა გაიყიდოს, როდესაც მათი ღირებულება მაღალი იქნება.

„ჩემი წინადადებაა სახელმწიფოსადმი, რომ მოხდეს სახელმწიფო საწარმოების დეტალური ინვენტარიზაცია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომზადდეს ისეთი საწარმოები, რომელთა გაყიდვაც შეიძლება და ეს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით განვახორციელოთ, მაგრამ დღეს და ხვალ გაყიდვას არ გირჩევთ, იმიტომ რომ საწარმოები უნდა გაყიდო მაშინ, როდესაც ძვირია. მომზადების სტადია კარგია და ამის შემდეგ, როდესაც ძვირი იქნება ეს საწარმოები, მოვიშოროთ თავიდან. მართვის სისტემაში მთავარი უნდა იყოს ის, რომ საწარმო მინიმუმ წამგებიანი არ იყოს და მაქსიმუმ მომგებიანი უნდა იყოს“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.