მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიძლება გადაიდოს საქართველოში ვაქცინის შემოტანა?

5fe32eff12512
ლიკა გურაბანიძე
23.12.20 23:00
1153

“თუ ის სამი ვაქცინა, რომელსაც კოვაქსთან აქვს მოლაპარაკებები, იანვარში ან თებერვალში დამტკიცდება, მაშინ მარტ-აპრილში კოვაქსის საშუალებით ვაქცინებს მივიღებთ.” - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც წერეთელმა აღნიშნა, საქართველოში ვაქცინის შემოტანის სხვა ალტერნატიული ვარიანტიც არსებობდა, რომელიც უკვე დაგვიანებულია.

“საქართველოსთვის მეორე ვარიანტი იყო მოლაპარაკება დიდ მწარმოებლებთან ეწარმოებინა, თუმცა დრო დაკარგულია. ყველა ქვეყანამ ამ მწარმოებლებთან მოლაპარაკება თებერვალ-მარტში დაიწყო და ვაქცინის მისაღებად დიდი თანხა გადარიცხა. დიდ მწარმოებლებთან საქართველომ ახლა რომც დაიწყოს მოლაპარაკება, ის დიდ ფულს მოგთხოვს, რომელიც საქართველოს არ აქვს, ასევე მსხვილ მწარმოებლებს ყველა ვაქცინა გაყიდული აქვთ.” - აღნიშნა წერეთელმა.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველის თქმითვე, პრობლემას საქართველოში შემოსატანი ვაქცინების დამტკიცების პერიოდიც წარმოადგენს.

“საქართველოს ამ ეტაპზე მოლაპარაკება კოვაქსთან აქვს, რადგან კოვაქსი ვაქცინის შესაძენად ყველა ღარიბ და საშუალო დონის ქვეყანას ეხმარება. მისი წარმომადგენლობა ძვირადღირებული ვაქცინის შემქმნელებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, იმიტომ, რომ ხარჯები მასაც დათვლილი აქვს. ის თანხა, რომლის საშუალებითაც კოვაქსმა სხვადასხვა მწარმოებლებისგან ვაქცინა უნდა შეიძინოს, საშუალოდ 5,2 დოლარს შეადგენს თითო დოზაზე.

კოვაქსმა ამ ეტაპზე 2 მლრდ დოლარამდე შეაგროვა, რაც მას საშუალებას მისცემს, 2021 წელს იმ ღარიბი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის 20%-ი მოიცვას. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ კოვაქსს ისეთი ვაქცინების შემქმნელ კომპანიებთანაც აქვს მოლაპარაკება, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ კოვაქსის წარმომადგენლობა ამბობს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში ვაქცინებს მიიღებს, თუ ეს ვაქცინები დამტკიცებული არ იქნება, მაშინ მიღების პროცესი გადაიდება, ხოლო აქ ჩნდება საკითხი თუ გადაიდება, მაშინ ფასიც გაიზრდება.” - განმარტა ზაზა წერეთელმა.