12.თებერვალი.2016 15:05
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერირებადი რკინიგზა

დიმიტრი ქუმსიშვილი: 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერირებადი რკინიგზა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს, ბინალი ილდირიმს შეხვდა.
 
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სტრატეგიულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის საკითხზე. ბინალი ილდირიმმა თავის ქართველ კოლეგას აცნობა, რომ თურქეთის მხარე საკუთარ ტერიტორიაზე რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებს 2016 წლის ბოლომდე დაასრულებს.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ "აღნიშნული გარემოება ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა–კარწახის რკინიგზის მშენებლობისათვის და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს ჩვენ გვექნება ოპერარირებადი რკინიგზა".

როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, "ბაქო–თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ დაგეგმილ ვადებში აღნიშნულ მაგისტრალზე მატარებელი გაივლის, რომელიც ისტორიულ აბრეშუმის გზას გააცოცხლებს".

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც თანამშრომლობას ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვნად გაარღმავებს. საქართველოს ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, "ყოველივე ხელს შეუწყობს დასავლეთი-აღმოსავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას და ტვირთბრუნვის ზრდას აზიიდან ევროპაში და პირიქით".

27.მაისი.2019 15:31
7

"სახელმწიფო კომპანიები საპარტნიორო ფონდის მფლობელობაში არ უნდა იყოს"

ვრცლად
27.მაისი.2019 15:27
30

„ჩემს საქმიანობას პოზიტიურად ვაფასებ“

ვრცლად
27.მაისი.2019 15:21
57

აშშ $10 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში

ვრცლად
27.მაისი.2019 15:12
48

თბილისის მერის მოადგილე და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი ISUZU-ს მწარმოებელ კომპანიას სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

ვრცლად
27.მაისი.2019 15:05
42

"უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში"

ვრცლად
27.მაისი.2019 15:03
104

"მალე ჩვენს ქალაქებში ქართული წარმოების ელექტრომობილები გამოჩნდება"

ვრცლად