მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: “ბიზნესი პასუხისმგებლიანი და აზრიანი ადამიანებისგან შედგება“

5f65185bd020d
თელარა გელანტია
19.09.20 11:00
1095
„თუ ბიზნესმენებს უყვები, რა არის რეალობა, ისინი შენთან ერთად მოძებნიან გამოსავალს“, - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში covid-19-ის გამო შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას გააკეთა.

„ოცნების“ მთავრობის ყოფილი მინისტრი გიორგი გახარიას ეკონომიკუური გუნდის და პანდემიის პერიოდში მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისგან თავს იკავებს - „მე მგონი, ეს ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება“, მაგრამ ამბობს, რომ გამოსავალი ყოველთვის, კერძო სექტორთან მუდმივ ურთიერთობაშია.

„მიმაჩნია, რომ კერძო სექტორი საკმაოდ პასუხისმგებლიანი და აზრიანი ადამიანებისგან შედგება და თუ მათ გულწრფელად ვეუბნებით და მგონია, რომ სახელმწიფოს დასამალი არაფერი აქვს, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს ქვეყანაში, რა არის რეალური სიტუაცია, კერძო სექტორი არასდროს შემოგთავაზებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას დაგინგრევს და მხოლოდ თავისთავზე იქნება მორგებული. ის აუცილებლად შემოგთავაზებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაეხმარება მათ გადარჩენა-განვითარებაში და არც ქვეყანას დააზიანებს.

მე მიმაჩნდა, რომ გახსნილი მინისტრი ვიყავი კერძო სექტორთან და ხშირი შეხვედრები მქონდა. პრაქტიკულად, ყველა ჩემი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიღაც ასოციაციას ვხვდებოდი და ვუყვებოდი, რატომ მივიღეთ ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს მაინც მგონია, რომ მე პირადად დავაკელი ეს ურთიერთობა”, - აცხადებს ყოფილი მინისტრი.

Bm.ge-ს კითხვას - დღეს, როგორც ბიზნესის წარმომდგენელს აკლია თუ არა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია, დიმიტრი ქუმსიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ეს ის ნაწილია, რომელიც არ შეიძლება ზედმეტი იყოს. ყველა შემთხვევაში, როდესაც გამოდიან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომ მათ რაღაც გასაჭირი აქვთ, ამ ადამიანებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო“, - აღნიშნა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა.