მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი და "მეტრო ჰოლდინგი" სადაზღვევო ბაზარზე შედიან - მათ "კამარა" იყიდეს

5e3d18c758dfb
BM.GE
07.02.20 11:30
5703
სს „მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან მიიღო თანხმობა სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ.

„მოხარული ვართ, რომ მივიღეთ თანხმობა და შევძლებთ ჩვენს პარტნიორთან ერთად წვლილი შევიტანოთ საქართველოში სადაზღვეო სექტორის განვითარებაში. გვჯერა, რომ წარმატების საწინდარი ღია, პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე ბიზნესის წარმოებაა გამოცდილ მენეჯერებთან ერთად. კომპანიის განვითარებისთვის დიდი წარმატებაა, რომ ჩვენი მოწვევით სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი ქუმსიშვილის კომპანიას ჩვენივე ინიციატივით გამოვუყავით ფინანსური რესურსი (სესხი) რათა სწორედ ეს კომპანია გამხდარიყო ჩვენი პარტნიორი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაგვთანხმდა და დღეს შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. დარწმუნებული ვართ, კომპანია წარმატებული იქნება და შევძლებთ ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში წვლილის შეტანას“ ,-განაცხადა „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა გალიფ ოზთურქმა.

სს „მეტრო ავრასია ინვესთმენთ ჯორჯიამ“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობები“ სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისგან სს „საერთაშორისო სადაზღვეო კომპანია კამარა“-ს აქციების შეძენის შესახებ, თანხმობის მიღებამდე გაიარა არაერთი პროცედურა. მათ შორის, შეისწავლეს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირ(ებ)ის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში.

ამასთან, მნიშვნელოვანი წილის შემძენმა აქციონერებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შალვა ახრახაძემ და ოზგურ გუვენმა დააკმაყოფილეს დაზღვევის შესახებ კანონით გათვალისწინებული აქციონერების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესაფერისობის კრიტერიუმები.

კრიტერიუმები გულისხმობს შემდეგ: პირს ეკრძალება იყოს მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, თუ სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის; ნასამართლევია ეკონომიკური დანაშაულისთვის და არ აქვს გაქარწყლებული ნასამართლობა; არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს მას სადაზღვევო საქმიანობას; თუ წარსულში იყო სადაზღვევო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი, ან ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის პერიოდში ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.

„მეტრო ჰოლდინგი" საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიაა. მის შემადგენლობაში შედის კომპანიები, რომლების ტრანსპორტის, ტურიზმის, მშენებლობისა და სხვა დარგებში საქმიანობენ. კომპანიის საქმიანობის ძირითადი არეალი აჭარაა. კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივი ბათუმში მდებარე სასტუმრო "ეიფორიაა". სატრანსპორტო მიმართულებით, კომპანია საქალაქოთაშორისო საავტობუსო მომსახურებას ეწევა. 2018 წლის განმავლობაში ჯგუფის მთლიანი შემოსავალი 81 მილიონი ლარი იყო. 

სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ დაარსდა და დარეგისტრირდა 2013 წლის 13 მაისს. კომპანია ეწევა სადაზღვევო საქმიანობას. საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა არის სააქციო საზოგაოდება, 2015 წლის 7 დეკემბრამდე ის იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგაოდება.