30.აპრილი.2016 09:28
ეკონომიკა

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები Moody’s-ის ხელმძღვანელებს გააცნო

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტენდენციები Moody’s-ის ხელმძღვანელებს გააცნო
საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები განიხილეს საქართველოს ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „Moody’s“-ის ხელმძღვანელებთან, რომელიც აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
 
ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნულ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა. მისი განცხადებით, სარეიტინგო კომპანიების მიერ დადგენილი რეიტინგების მიხედვით ინვესტორები იღებენ გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერმა სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს საქართველოს ეკონომიკის ბოლო დროინდელი პოზიტიური ინდიკატორები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, 2016 წლის მარტში მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა 3,4 პროცენტი შეადგინა. ასევე პოზიტიური დინამიკა ასხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებშიც: მარტიდან ეროვნული ვალუტის კურსი დაახლოებით 11 პროცენტით გამყარდა; ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა; თებერვალ-მარტში მოხდა ექსპორტის რეალური მატება, ტურიზმი კი 16 პროცენტით გაიზარდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, გადაჭარბებული ნეგატიური მოლოდინები, რომელიც ბაზარს ჰქონდა, მთავრობის სწორი პოლიტიკის გამო, შემოტრიალდა. მისი პროგნოზით, მომდევნო თვეებშიც ეკონომიკური ზრდის არსებული დინამიკა შენარჩუნდება.

ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს ხელმძღვანელებს გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა.

20.ივნისი.2019 18:00
15

"საპენსიო სისტემას ძირითადად კერძო სექტორში დასაქმებულები ტოვებენ"

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:57
30

„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა“

ვრცლად
20.ივნისი.2019 17:20
547

თემურ ჭყონია: კალაძე მაგარი მერია.. დედას ვფიცავარ <VIDEO>

ვრცლად
20.ივნისი.2019 16:50
558

მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარება ბიუჯეტს 30 270 ლარი დაუჯდა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:45
651

ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: არ მინდა, პარლამენტში რუსი დეპუტატების ხილვა

ვრცლად
20.ივნისი.2019 15:15
135

დამსაქმებელთა ასოციაცია: "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი პროდუქციას გააძვირებს

ვრცლად