მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთას "ჩამოვკიდეთ ბოქლომი" და ქალაქი გაჩერებულია

5dfcf3d4e0e6d
ინგა მურუსიძე
20.12.19 20:23
1350
ქალაქი მცხეთა არის გაჩერებული, ქალაქს ჩამოვკიდეთ ბოქლომი, - ამ სიტყვებით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

"მინისტრის საათის" ფარგლებში ნათია თურნავა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოვიდა, ხოლო შემდეგ დეპუტატებმა მას შეკითხვები დაუსვეს. დიმიტრი ხუნდაძემ თურნავას მიმართა და "გაჩერებული მცხეთის" საკითხის მოგვარებაში აქტიური ჩართულობა სთხოვა.

"მინდა შევეხო მცხეთის ამკრძალავ დოკუმენტთან დაკავშირებით მორატორიუმს, რომელიც მოქმედებს უკვე 5 წელია და ალბათ მე-6 წელიც დაიწყება. ეს დოკუმენტი ხელს უშლის ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკურ და ბიზნეს აქტივობებს, რომელიც შეჩერებულია, საბანკო აქტივობებში მოსახლეობა საკუთარი ქონებით ვერ მონაწილეობს. შეჩერებულია უძრავი ქონების განკარგვის ნებისმიერი ფორმა, არ იდება ინვესტიციები, შესაბამისად, სამუშაო ადგილებიც დეფიციტურია, ქალაქი არის გაჩერებული. უკვე მე-6 წელია ვერ ხერხდება გენერალური გეგმის დაწერა. რატომღაც საუკეთესო გამოსავლად ყოველ ახალ წელს ქალაქს საჩუქრად ეძლევა დოკუმენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერს კრძალავს. თქვენ ხართ უწყებათაშორისი კომისიის წევრი და ამ კომისიაზე უნდა იხილებოდეს ეს საკითხი. გთხოვთ, მიიღოთ აქტიური მონაწილეობა, რომ ეს საკითხი გადაწყდეს. ქალაქს ჩამოვკიდეთ ბოქლომი და ამ უძრაობას უნდა ჰქონდეს დასასრული", - მიმართა ხუნდაძემ ნათია თურნავას.