მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე - მოსახლეობის ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინაციას

60325a8306d1f
ინგა მურუსიძე
21.02.21 17:12
903
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე საუბრობს. მან კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ვაქცინის მისაღებად და ახლა ყოველდღიური მოლოდინის რეჟიმში ვართ.

„ვაქცინაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. დეპუტატების კითხვებს შორის გაიჟერა კითხვებმა, ხომ არ დააგვიანა ქვეყანამ რაიმე ქმედება? რა თქმა უნდა ჯობია ვაქცინა შემოვიდეს დღეს, ვიდრე ხვალ. ქვეყანამ შეასრულა ყველა პირობა, რომელიც შესასრულებელი იყო. საქართველო კოვაქს-პლატფორმის ფარგლებში დგას ერთ-ერთი პირველი, იმ ქვეყნების რიგში, რომლებმაც ვაქცინა უნდა მიიღონ. მოლოდინი, რაც თავიდან იყო, ეს გეგმა ვერ წავიდა, ვერ დაემთხვა მოლოდინებს, ამაში საქართველოს ბრალეულობა არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, საქართველომ ყველა პირობა შეასრულა ახლა ყოველდღიურ მოლოდინშია.

„იმედია, პირველ ეტპზე მივიღებთ ვაქცინათა რაოდენობას, რომელიც საკმარისი იქნება მედიცინის მუშაკებისთვის. 30 ათასი
ერთეული ვაქცინის მოლოდინშია ქვეყანა ყოველდღიურად. მოლოდინსაც თავისი პოზიტიური მხარე აქვს. მე მესმის განწყობა, რომ მოსახლეობის ვაქცინაცია ნიშნავს ეკონომიკის ვაქცინაციას და ეს ასეც არის, რადგან ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა ხუნდაძემ.