15.მარტი.2016 17:25
ეკონომიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების დადგენილება 2010 წლიდან ძალადაკარგულია

დიმიტრი ხუნდაძე: ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების დადგენილება 2010 წლიდან ძალადაკარგულია
"ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების შესახებ 2006 წლის დადგენილება 2010 წლიდან ძალადაკარგულია", - აღნიშნულის შესახებ, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება აღარ აქვს. მისივე თქმით, კომიტეტი ანგარიშებს ყოველწლიურად საზოგადოებასაც და პარლამენტსაც წარუდგენს.
 
"ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები, რისი ვალდებულებაც მთავრობის დადგენილებით გვქონდა, ეს იყო 2006 წლის დადგენილება და 2010 წლის შემდეგ, ეს დადგენილება აბსოლუტურად ძალადაკარგულია. ასეთი ვალდებულება ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს. ნებისმიერი ანგარიში შეგიძლიათ მოიძიოთ. ის წარედგინება ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ანგარიშებს წარვადგენთ, არამედ სხვადასხვა კვლევებს ვისმენთ.

ჩვენ ღია ვართ - კომიტეტიც და შესაბამისი უწყებაც, ჯანდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ.

სამინისტროს ვებგვერდზე საქმიანობის შესახებ ანგარიშები დევს და არა მხოლოდ ვებგვერდზე, შესაბამის უწყებებშიც იგზავნება. პირდაპირი ვალდებულება სამინისტროს არ აქვს, თუმცა ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც ელექტრონულად, ასევე უშუალოდ საზოგადოების წინაშე", - განაცხადა ხუნდაძემ. მისივე თქმით, კომიტეტში მინისტრის ანგარიშის მოსმენაც პერმანენტულად ხდება.

"ნებისმიერი ინფორმაციის წვდომა, ნებისმიერი ფორმით და არც თუ ისე იშვიათი სიხშირით ყოველთვის ხდება. მე ძალიან მიკვირს რატომ ხდება ეს დისკუსიის საგანი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებზე კომენტარი "ბიზნესკონტაქტის" ეთერში, გიორგი გოცამ გააკეთა. ფონდ Curatio-ს აღმასრულებელი დირექტორი ამბობდა, რომ 2012 წლის შემდეგ, ანგარიშები საჯარო სივრციდან გაქრა.

გიორგი გოცაძე: ჯანდაცის ეროვნული ანგარიშები 2012 წლის შემდეგ, საჯარო სივრცეში აღარ არსებობს

19.აპრილი.2019 10:01
120

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ე.წ. ატკატის გამო დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:50
62

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:03
103

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:23
138

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
212

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად
18.აპრილი.2019 23:00
94

მაია ცქიტიშვილი: პანკისის მოსახლეობასთან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის ჰესების მშენებლობაზე

ვრცლად