მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიმიტრი ხუნდაძე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა

5e746f81b8e36
დავით ჯალაღონია
20.03.20 11:21
983
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. ამის შესახებ ხუნდაძემ მთავრობის კანცელარიაში შესვლამდე, „TV პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ საგანგებომდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, ზოგადად, შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველსა და მსოფლიოში.

ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ სამი კვირა. პირველი ფაზა გავიარეთ, ე.წ შეკავების ფაზა, საკმაოდ წარმატებულად. ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ერთი–ორი კვირა გაგრძელდება და მას მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები, სწორედ ამას ვუწოდებ მე უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას, ამიტომ მე ვფიქრობ, აქ კიდევ მეტი ყურადღება გვმართებს და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს ვითარება დავძლიოთ, მაგრმ აქ აუცილებელია მოქალაქეების სოციალური პასუხისგებლობა – დავრჩეთ სახლებში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ამ წუთებში მთავრობის კანცელარიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სავაჭრო ობიექტები დაიხურა, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზისგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო გზავნილებისა.