მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიო": "ცოტა გაგვიჭირდება საწარმოების ძველი სიმძლავრით ამუშავება"

5ec6b4ae3066a
BM.GE
21.05.20 20:40
1251
გადაცემა #ქალებისნარატივში პანდემიის გავლენაზე კომპანია “დიოს” დამფუძნებელმა ირმა დაუშვილმა ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ვირუსმა “თავდაყირა დააყენა” არა მხოლოდ მისი კომპანია, არამედ - მთელი მსოფლიო.

როგორც ირმა დაუშვილი ამბობს, კომპანიაში შეიქმნა მენეჯერებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მუშაობა არ შეფერხებულიყო. “შედეგად, შევინარჩუნეთ ჩვენი გუნდი, რომელიც 25 წლის განმავლობაში იქმნებოდა. გადავუხადეთ მათ მარტის ხელფასი სრულად, ხოლო აპრილის - კომპანიის შემოსავლების გათვალისწინებით”,- ყვება “დიოს” დამფუძნებელი.

მისი თქმით, 2019 წელი კომპანიისთვის დიდი ინვესიტიციების წელი იყო. “დიომ” პროექტის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ორი საწარმო ააშენა თბილისსა და ქუთაისში. “ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ცოტა გაგვიჭირდება ამ სიმძლავრეებით მუშაობა. მთავრობამ დააანონსა, რომ ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსება გახანგრძლივდება. “აწარმოე საქართველოში” მოიცავდა ორწლიან დაფინანსებას, რომელიც ახლა შეიძლება სამწლიანი გახდეს, რაც ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ ძველი სიმძლავრეების დაბრუნება შევძლოთ”,- ამბობს #ქალებისნარატივში კომპანიის დამფუძნებელი.