მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დიოს" დირექტორი: ზარალი უფრო დიდი იქნება, თუ ეკონომიკას შევაჩერებთ

5e785fb7e6a0c
ლევან თაღიაშვილი
24.03.20 09:00
935
„დიოს“ აღმასრულებლი დირექტორის თამაზ დაუშვილის განცხადებით, შეკვეთები საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა შეკვეთა თუ პროექტი ბოლომდე მივიდეს და თანამშრომლებმა მარტის ანაზღაურება სრულად აიღონ.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიად გამოცხადდა, მომხმარებლებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და შეკვეთები შემცირდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ ოპერირება არ შევაჩეროთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა თანაშრომლისთვის მარტის ხელფასი იყოს გარანტირებული და მათ მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება. თითოეულ შეკვეთას თუ პროექტს, რომელიც აღებული გვაქვს ბოლომდე მივიყვანთ და დავასრულებთ. აქვე ვიტყვი, რომ ყველა იმ ჰიგიენური ნორმის დაცვით ვმუშაობთ, რომელიც რეკომენდებულია”, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მომწოდებლების უმეტესობა აგრძელებს ოპერირებას. გამონაკლისია რამდენიმე ადგილობრივი სუბიექტი, რომელმაც ვერ მოახერხა თანამშრომლების მობილიზება.

„რაც შეეხება მომწოდებლებს, რამდენიმემ ვერ მოახერხა ადაპტირება, ვგულისხმობ ადგილობრივებს, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა. რაც შეეხება უცხოელებს, ყველასგან მივიღეთ ელექტრონული ფოსტა, ყველაზე დიდი პრობლემა იტალიაშია, დანარჩენი ქვეყნები, ჯერჯერობით, აგრძელებენ მოწოდებას. ახლაც ველოდებით სატვირთო მანქანას, რომელიც უახლოეს დღეებში შემოვა. მარაგები საკმარისია იმისთვის, რომ სეზონს მომზადებული შევხვდეთ. მთავარი კითხვაა, როგორ მოახერხებენ სხვადასხვა ბიზნესები გადაწყობას, რომელთა არსებობა დაშვებულია და საჭიროცაა. ცხადია, შემოსავალი შემცირებულია, ლარიც გაუფასურდა, თუმცა ზარალი უფრო დიდი იქნება თუ ეკონომიკას შევაჩერებთ და ყველაფერი გაჩერდება”, - ამბობს დაუშვილი.