მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დიოს“ ორგანიზებით დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ღია დისკუსია გაიმართა

61725937deeeb
ვიქტორია მღებრიშვილი
22.10.21 11:12
773
2021 წლის 21 ოქტომბერს, კომპანია “დიომ”, მრგვალი მაგიდის ფორმატში დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის ღია დისკუსიას უმასპინძლა, რომელიც სოლიდარობის ცენტრისა და კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის “დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომის სამართლის აღსრულების გაძლიერებისათვის” ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერი ამერიკის შრომის დეპარტამენტია.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული დისკუსიის მიზანი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და დიალოგის ხელშეწყობაა.

კომპანია “დიოს” მენეჯმენტისა და დასაქმებულების წარმომადგენლებმა, პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის ჩართულობით, კონსტრუქციული დიალოგის პროცესი წარმართეს, ერთმანეთს არსებული გამოწვევები, შრომით საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსირეს თავიანთი პოზიციები და იმსჯელეს შრომით კანონმდებლობაში შესული ცვლილებების აღსრულებასა და დახვეწაზე გაუზიარეს.

“დიოს” დამფუძნებელმა იმაზე ისაუბრა, თუ რა გზებით იცავს კომპანია შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს და ქმნის ღირსეულ სამუშაო გარემოს.

დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე გამახვილდა. გარდა ამისა, მხარეებმა ერთობლივად გამოკვეთეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც როგორც დასაქმებულების აერთიანებს, ასევე დამსაქმებლების ინტერესებს. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა სურვილი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ, მსგავს ფორმატში დისკუსიის წარმართვა კიდევ მოხდეს, რათა იმ გზებზე იმსჯელონ, თუ როგორ მოხდეს იდენტიფიცირებული გამოწვევების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება.

კომპანია „დიო“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა უშუალოდ უმასპინძლოს პროექტის გუნდს სოციალურ პარტნიორებთან ერთად და ამით ხელი შეუწყოს არამხოლოდ მის კომპანიაში საუკეთესო შრომითი სტანდარტების დამკვიდრებას, არამედ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის სოციალური დიალოგის კულტურის პოპულარიზებას ქვეყანაში. აღნიშნულ პროცესში კომპანია “დიოს” ჩართულობა კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრმა უზრუნველყო.
(NS)