„დიოს“ მმართველი პარტნიორის და თანადამფუძნებლის შეფასებით, 2020 წელთან შედარებით, 2021 წელს კომპანიას გაყიდვებში 20%-იანი ზრდა ჰქონდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დამშვიდების საფუძველი არსებობს.
თამაზ დაუშვილის თქმით, 2021 წელს კომპანიისთვის ძირითადი გამოწვევა ინფლაციის გლობალური ზრდა იყო, რის გამოც „დიოს“ ნედლეული გაუძვირდა და ეს ყველაფერი პროდუქციის საბოლოო ფასზეც აისახა.
„ჩვენც მოგვიწია ფასების პერიოდული ზრდა პროდუქციაზე, თუმცა არა დრამატულად, რაც კარგი არ იყო. არსებობდა გარკვეული მოლოდინი, რომ ამას გამოეწვია დაბალი ეკონომიკური აქტივობა, თუმცა ასე არ მოხდა, რაც გვახარებს. 2021 წელი 2020 წელთან შედარებით 20%-იანი ზრდით დავასრულეთ. ზრდა დაგეგმილი გვქონდა, თუმცა მოულოდნელზე უკეთესი შედეგი გამოგვივიდა. ამ ყველაფერს კი ხარისხსა და განვითარებისკენ მუდმივ სწრაფვას მივაწერთ. ვფიქრობთ, ვართ სანდო ბრენდი, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლარი მცირედით გამყარდა და ამან დადებითი როლი შეასრულა იმაში, რომ ძალიან მაღალი ფასები არ გვქონდა“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
გასული წლის შეჯამებისას ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა იმისა, რომ მიუხედავად მის კომპანიაში არსებული პოზიტიური შედეგებისა, ქვეყანაში დამშვიდების საფუძველი არ არსებობს.
„მართალია, ჩვენი კომპანია დადებითზე უკეთეს შედეგზე გავიდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დამშვიდების დრო გვაქვს, რადგან ზოგადად მშენებლობის სექტორი წელს ვერ აღდგა განსხვავებით სხვა სექტორებისგან. მთლიანობაში ქვეყანამ ალბათ დამაკმაყოფილებელ შედეგებს მიაღწია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. 2021 წელს ძირითადი მამოძრავებელი იყო ჩვენი ემიგრანტების ფულადი გზავნილები, ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენა და ექსპორტის გააქტიურება“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.
რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, მიმდინარე თვეში 2 მლნ ლარის ინვესტიციით „დიოს“ გადაიარაღებული საწარმო ამოქმედდება.
„გადაიარაღების პროცესი დასრულდა საწარმოში და მუშაობას მალე დავიწყებთ. გვაქვს მზადყოფნა ყველა მიმართულებით. თანმიმდევრულად მივყვებით ყველაფერს, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი როგორც პროდუქციის, ისე მომსახურების მიმართულებით. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, თუ ქვეყანაში სიტუაცია განვითარდა ისე, როგორც საჭიროა“, - აღნიშნა თამაზ დაუშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ