მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ შეიძლება, სადაზღვევო კომპანიას საფინანსო ჯგუფები ფლობდნენ"- PRIME დაზღვევა

6173cb91a8c66
ლიკა გურაბანიძე
23.10.21 13:16
986

PRIME დაზღვევის მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი ირაკლი ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენცია არსებობს, თუმცა ეს სრულად ჯანსაღი არ არის. როგორც მან #BMG DRIVE-ში საუბრისას განაცხადა, პრობლემას ქმნის, რომ საქართველოში არის საფინანსო ინსტიტუტებისა და სადაზღვევო კომპანიების კვეთა – ეს იქნება საბანკო, სამედიცინო სფეროები თუ სააფთიაქო ქსელები. ბერუჩაშვილი ამბობს, რომ მსგავსი კვეთა სხვა ქვეყნებში აკრძალულია.

“ვფიქრობ, ეს კვეთები სადაზღვეო კომპანიებს და მსგავს ბიზნესებს შორის რომ არ არსებობდეს, სიტუაციას უფრო გააჯანსაღებდა. არ შეიძლება, რომ სადაზღვეო კომპანიას კონკრეტული საფინანსო ჯგუფები ფლობდნენ. ან სამედიცინო სფეროს ბიზნესში დასაქმებული კომპანიები, სადაზღვეო კომპანიებს ფლობდნენ. მსგავსი რამ ევროპაში და ამერიკაში კანონით აკრძალულია.

ეს კონკრეტულად ჩვენს ბიზნესს აფერხებს. გაცილებით მეტი გასაქანი აქვთ მსგავსი ტიპის კომპანიებს, ვიდრე ჩვენს მსგავს, პატარა კომპანიებს. შედეგად, ჩვენ დიდ კომპანიებთან კონკურენციაში შესვლა დემპინგის ხარჯზე გვიწევს, რაც მცირედით, მაგრამ მაინც ჩვენს ხარისხზე აისახება. ზედამხედველობის სასახურმა ეს ყველაფერი უნდა გააკონტროლოს”, - განმარტა ირაკლი ბერუჩაშვილმა.