05.სექტემბერი .2019 10:25

Disney „დორიანისგან“ დაზარალებულებს $1 მილიონით დაეხმარება

უკან

 

The Walt Disney Company ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანისგან“ დაზარალებულს დაეხმარება. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ისგასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია დასახმარებლად $1 მილიონზე მეტს გამოყოფს. როგორც ცნობილია, Disney ბაჰამებზე ეეთ კუნძულს ფლობს, სადაც კრუიზებს აწყობს და სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს.


უმაღლესი, მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „დორიანი“, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე მძვინვარებდა, სადაზღვევო კომპანიებს სულ მცირე 25 მილიარდი დოლარი დაუჯდება. შვეიცარიის საფინანსო ჰოლდინგ UBS Group AG-ის ანალიტიკოსეის განცხადებით, ამით ‘’ დორიანი’’ 2017 წლის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებული ბუნებრივი კატასტროფა გახდება სადაზღვევო ინდუსტრიისთვის. აქამდე, ქარიშხალი, რომელმაც დაზღვეულების ქონებას 25 მილიარდ დოლარამდე ზიანი მიაყენა ‘’მერი’’ იყო. 

შეგახსენებთ, რომ „დორიანს“ ბაჰამის კუნძულებზე 20 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიით მიყენებულ ზარალს კი ამ დრომდე ითვლიან.