მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-იმ თემატური პარკის გახსნა აშშ-ში გადადო

5ef477a64812a
ნათია თაქთაქიშვილი
25.06.20 23:00
856
Disney-იმ თემატური პარკის Disney California Adventure-ის გახსნა გადადო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პარკის გახსნა 17 ივლისს იგეგმებოდა, რომელიც თვეების მანძილზე იყო დახურული კორონავირუსის პანდემიის გამო. როდის გაიხსნება კონკრეტულად თემატური პარკები, ჯერ კომპანია ზუსტად ვერ ასახელებს.

Disney-ის თემატური პარკის Disney California Adventure-ის გახსნის გადადება ქვეყანაში მომატებული კორონავირუსის შემთხვევების გამო მოუწია. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატება განსაკუთრებით კალიფორნიაში აღინიშნება, სადაც ბოლო დღე-ღამეში 7 149 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

Disney-ის განცხადებით, კომპანია გახსნისთვის ემზადებოდა, ამ მიზნით ათასობით ანიმატორი და მსახიობი მოიწვია, ასევე მათ იმედი ჰქონდათ, რომ ბიზნესი გამოცოცხლდებოდა.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი და იძულებული ვართ გადავდოთ პარკის გახსნა. მთავრობის ბრძანებას დაველოდებით“, – აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.