მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Disney-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს

5e56510f9ee96
ნათია თაქთაქიშვილი
27.02.20 00:15
947
Disney-ის „ჯადოსნურ სამყაროს“ ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ბობ აიგერი ბობ ჩაპეკმა შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე ბობ აიგერი Disney-ში დარჩება და კომპანიაში კრეატიულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება Disney-ის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ბობ ჩაპეკს, მას კოლეგები ახასიათებენ როგორც ინტელექტუალურ და ორგანიზებულ პიროვნებას, ასე რომ ის აიგერის ღირსეული მემკვიდრე იქნება.

ჩაპეკმა Disney-ში მუშაობა 1993 წელს დაიწყო და ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმეჯერ დაწინაურდა. ბოლო მონაცემებით, ის Walt Disney Parks-ს ხელმძღვანელობდა. მისი ხელმძღვანელობის 6-წლიან პერიოდში Disney-ის პარკები მნიშვნელოვნად განვითარდა, მათ შორის გაიხსნა შანხაის დისნეილენდი.