05.თებერვალი .2020 23:20

Disney კორონავირუსის გამო, 175 მლნ დოლარის ზარალს ითვლის

views 598
უკან

კორონავირუსმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბიზნეს სექტორს დაარტყა, მათ შორის ამერიკულ კომპანია Disney-ს, რომელმაც ზარალი 175 მილიონ დოლარად შეაფასა. კომპანიას მოუწია Disneyland-ის დროებით დახურვა შანჰაისა და ჰონგ-კონგში, რის გამოც სეზონი ჩავარდნილად ითვლება, რადგან ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი იქ სწორედ ჩინური ახალი წლის პერიოდში ჩადის.

როდის გაახნლებს Disneyland-ი მუშაობას ჩინეთში, ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო, ჩინეთში არაერთმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა. გარდა ამისა, ათობით ქვეყანამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა