21.იანვარი .2020 00:20

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელი შეუცვალა

views 713
უკან

Disney-მ კინოსტუდია 20th Century Fox-ის სახელწოდებიდან სიტყვა Fox-ი ამოიღო. ამის შესახებ New York Time-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ 20th Century-ი შემთხვევით შეცდომით არ დაუკავშიროს ხალხმა მის ყოფილ მფლობელს, რუპერტ მერდოკს, რომელიც თავის მხრივს ისევ ფლობს Fox-ის სამაუწყებლო ქსელს, Fox News-ს, 28 ადგილობრივი ტელეკომპანიის ქსელს და სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

შეგახსენებთ, რომ Walt Disney Company-მ რუპერტ მერდოკის აქტივი გასულ წელს 71.3 მილიარდ დოლარად იყიდა. აქტივი მოიცავდა 20th Century Fox Studio და ხელოვნების სახლს Fox Searchlight.

Fox-ის ბრენდი მერდოკის სახელთან 1980-წლიდან ასოცირდება, როდესაც მან იყიდა წილი 20th Century Fox-ში და დააარსა Fox-ის სამაუწყებლო ქსელი, რომელიც კონკურენტი გახდა ABC-ის, CBS-ისა და NBC-ის. Fox News-ი საკაბელო მაუწყებლობაზე 1996 წელიდან გადავიდა და გახდა CNN-ის ალტერნატივა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს. Disney-ში დამატებითი მიზეზების დაზუსტებისგან თავი შეიკავეს. 20th Century Fox-ის წარმატებულ პროექტებს შორის არის ფილმები „ავატარი“ და „ტიტანიკი“.