მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 კლასია - "covid-ის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენაა“

61a0a21c58ae8
ვიქტორია მღებრიშვილი
26.11.21 13:38
664
სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს. ამ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და დღეისთვის, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი იმყოფება.

„სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი. მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70.9%“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

უწყებიც განმარტებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.

სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ.