მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და 408 კლასი იმყოფება - განათლების სამინისტრო

61861f0080ea9
თელარა გელანტია
06.11.21 10:20
602
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა.

განათლების სამინისტრის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი იმყოფება.

ასევე, სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 196 მასწავლებელი.

„სტაბილური ვითარება ნარჩუნდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების კუთხით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 1%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.4%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70%“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზში.