მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დისტანციურ სწავლებაზე 89 სკოლაა - სამინისტრო

61b5f7c072448
თამთა ჯიჯავაძე
12.12.21 17:21
641
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი. საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%.

სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება.